საფრანგეთი უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხების განსახილველად მეორე შეხვედრას უმასპინძლებს. ელისეის სასახლეში ამჯერად იმ ევროპული ქვეყნების ლიდერებია მიწვეული, რომლებიც არ მონაწილეობდნენ გუშინდელ შეხვედრაში, ასევე ნატოს მოკავშირე კანადა.
მიწვეულ ქვეყნებს შორის არიან ნორვეგია, კანადა, ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფო, ჩეხეთი, საბერძნეთი, ფინეთი, რუმინეთი, შვედეთი და ბელგია.
ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ვიდეოკავშირით.
გუშინ პარიზში ევროპელი ლიდერები საგანგებო სამიტზე შეიკრიბნენ, რომელზეც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი განიხილებოდა.