ქართული მედიის მდგომარეობა

27 აპრილი 2017, 00:00 2635 ნახვა

რა მდგომარეობაშია დღეს ქართული მედია და რა გამოწვევების წინაშე დგას იგი? „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი – 2017”-ის თანახმად, საქართველო 180 ქვეყანას შორის 64-ე ადგილს იკავებს და ამით გასულ წელს მიღწეულ შედეგს იმეორებს.  

პირველ ადგილზე ნორვეგიაა, ბოლოზე, ანუ 180-ზე, კი ჩრდილოეთ კორეა. საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში ბოლო წლების რეფორმების შედეგად, მდგომარეობა გაუმჯობესდა მედიასაშუალებების მფლობელთა გამჭვირვალობისა და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მხრივ. მკვლევარების ინფორმაციით, ჟურნალისტებზე ძალადობა იშვიათად ხდება, თუმცა ხშირია ცნობები მუქარის შესახებ.

მედია კვლავ პოლარიზებულია და მიუხედავად პროგრესისა, მედიასაშუალებების მფლობელები ხშირად ახდენენ გავლენას სარედაქციო პოლიტიკაზე. წამყვანი ტელეარხების მფლობელობასთან დაკავშირებული ომი შეშფოთების საგანია ქვეყანაში პლურალიზმის მომავლისთვის. მთავარი ოპოზიციური სატელევიზიო არხის, „რუსთავი 2“-ის ბედი გამოცდას წარმოადგენს ამ კუთხით, - აღნიშნულია ანგარიშში. რა ვითარებაში უხდებათ მუშაობა ჟურნალისტებს ქვეყანაში-ამ თემაზე ჩვენ დღის მთავარ გამოშვებაში სიუჟეტს შემოგთავაზებთ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში