საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სომხეთის ელჩმა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის ისტორიულად არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობისა და პარტნიორობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივის შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა ორივე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განიხილეს და ხაზგასმით აღნიშნეს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა.