„ქართული ოცნების“ ანტინარკოტიკული რეფორმა

11 მარტი 2025, 11:58 157 ნახვა

საქართველოს მთავრობამ ანტინარკოტიკული რეფორმა შეიმუშავა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განმარტებით, ცვლილებებზე საზოგადოებისთვის მიცემული დაპირების შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ იმუშავა.

მმართველი გუნდი აპირებს, მომავალი თაობების გადარჩენისთვის ანტინარკოტიკული რეფორმა,  კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ეროვნულ პრიორიტეტად აქციოს. საკანონმდებლო პაკეტი ამ კუთხით პატიმრობის ვადების გაზრდას გულისხმობს.

“ნარკორეალიზატორებისთვის არათუ განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება“ - განაცხადა მდინარაძემ.

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ყველა მიმართულებით რეპრესიული ცვლილება არ უნდა იყოს და ქვეყანაში ყველაზე პრობლემურია სააფთიაქო ნარკომანია, რომელიც დროულად აღმოსაფხვრელია.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში