„ქართული ოცნების“ ანტინარკოტიკული რეფორმა

11 მარტი 2025, 15:01 137 ნახვა

საქართველოს მთავრობამ ანტინარკოტიკული რეფორმა შეიმუშავა. მმართველი გუნდში აცხადებენ, რომ სურთ მომავალი თაობების გადარჩენისთვის ანტინარკოტიკული რეფორმა,  კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ეროვნულ პრიორიტეტად აქციონ.

საკანონმდებლო პაკეტი ამ კუთხით პატიმრობის ვადების გაზრდას გულისხმობს. “ნარკორეალიზატორებისთვის მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება“ - ამბობს მამუკა მდინარაძე.

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ყველა მიმართულებით რეპრესიული ცვლილება არ უნდა იყოს და ქვეყანაში ყველაზე პრობლემურია სააფთიაქო ნარკომანია, რომელიც დროულად აღმოსაფხვრელია.

იაგო ხვიჩიას თქმით, “ქართული ოცნების” მიერ გამკაცრებული კანონი ნარკოტიკებზე, ბრიყვებისთვის გადაგდებული ანკესია. ამბობს, რომ ეს არის ერთგვარი წინასაარჩევნო გათვლა და ხრიკი და ნაცვლად იმისა, რომ ადამიანებს რეალურ პრობლემებზე, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე ესაუბრონ, ადამიანებს 20 წლიან და სამუდამო პატიმრობას უსჯიან. მისივე თქმით, ამ ადამიანებს 2 წელში ისევ ათავისუფლებენ.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში