ორ ქვეყანას შორის ისტორიულად არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობები და საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა - საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს და დელეგაციას ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა.
საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.
მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობას და მზად არის, განაგრძოს ამ პროცესში წვლილის შეტანა.
შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამმხრივ თანამშრომლობაზე.