ირაკლი კობახიძე - „კანდიდატის სტატუსს ჰქონდა კონკრეტული დატვირთვა გლობალური ომის პარტიისთვის“

13 მარტი 2025, 11:55 95 ნახვა

კანდიდატის სტატუსს ჰქონდა კონკრეტული დატვირთვა გლობალური ომის პარტიისთვის, მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებით, 2022 წელს, საქართველოსთვის არ უნდა მოენიჭებინათ სტატუსი და ეს უნდა გამოეყენებინათ რევოლუციის მოსაწყობად-განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ყველაფერი, რაც უკავშირდება ევროკავშირს, როგორც თავად უწოდებს „გლობალური ომის პარტიისთვის“ არის შანტაჟის ინსტრუმენტი. მთავრობის მეთაურის თქმით, არ შეიძლება, „მუდმივი შანტაჟის“ ქვეშ იყოს ქვეყანა.
ირაკლი კობახიძემ არასამთავრობოებთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ენჯეოები რევოლუციურ სცენაზე აიყვანეს, თუმცა მისი თქმით, მცდელობა ჩავარდა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში