ყოველი რადიკალი ენჯეოს უკან რადიკალი დონორი დგას - შალვა პაპუაშვილი

09 თებერვალი 2025, 14:10 185 ნახვა

ყოველი რადიკალი ენჯეოს უკან რადიკალი დონორი დგას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


„ყოველი რადიკალი ენჯეოს უკან რადიკალი დონორი დგას. სწორედ ეს ამხილა ამ დღეებში აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ. „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ USAID და შვედეთის მთავრობა აფინანსებენ“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

პაპუაშვილი პოსტს ურთავს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ გამოქვეყნებულ მოწოდებას: "საქართველო დგას გადამწყვეტი საფეხურზე – ჩვენი არჩევანი არის ან თავისუფლება, ან რუსული დიქტატურა!.."

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში