თემურ ქათამაძე 24-ე დღეა შიმშილობს

09 თებერვალი 2025, 10:09 187 ნახვა

თემურ ქათამაძე  უკვე 24-ე დღეა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში შიმშილობს. როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა? - ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებულს უჭირს გადაადგილება და თვალსაჩინოა წონის კლებაც.

თურქეთის მოქალაქე, ეთნიკური ქართველი თემურ ქათამაძე შსს-მ მიმდინარე წლის 11 და შემდეგ 16 იანვარს დააკავა. 11 იანვარს ის ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და იზოლატორში 5 დღე გაატარა. იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ, 16 იანვარს ქათამაძე ხელახლა დააკავეს.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 18 იანვრის ბრძანების საფუძველზე, მისი გაძევების საქმის განხილვამდე, იგი მოთავსდა მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. ცენტრში მოთავსებისთანავე ქათამაძემ შიმშილობა დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში