სოფელ ზემო თხილვანაში ადმინისტრაციული შენობისთვის ტენდერი გამოცხადდა. პროექტის მიხედვით შენობა ორსართულიანი უნდა იყოს და მასში სხვადასხვა ფუნქციის კაბინეტი განთავსდება.
მოეწყობა სპორტდარბაზი, სოფლის ექიმის კაბინეტი, ბიბლიოთეკა და სივრცე დაეთმობა მოსახლეობას სოფლის კრებების მოსაწყობად.
შენობა უნდა იყოს ადაპტირებული და ყველასთვის ხელმისაწვდომი. მშენებლობა წელს უნდა დაიწყოს და მომავალ წელს დასრულდეს. სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტისგან 852 178 ლარია გათვალისწინებული.