მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია მესხის სტადიონთან

29 იანვარი 2025, 15:08 199 ნახვა

პროტესტით დახვდნენ დღეს ჟურნალისტები ირაკლი კობახიძეს თბილისში მესხის სტადიონზე, სადაც პრემიერ-მინისტრი სპორტულ საზოგადოებას ხვდებოდა.

თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს - ამ ბანერებით და შეძახილებით შეაცილეს ქართული ოცნების წარმომადგენლები ღონისძიებაზე.

აქციის მონაწილე ჟურნალისტები შენობაში არ შეუშვეს. ირაკლი კობახიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში