თბილისის პარალელურად, ბათუმში, მთავრობის სახლთან და საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოქალაქეების უწყვეტი აქცია გრძელდება. აქციები უკვე ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს.
მოქალაქეები შესაბამის სტრუქტურებს აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას სთხოვენ, აქციის მთავარი მიზანი კი ხელახალი არჩევნების ჩანიშვნაა. აქციაზე მყოფები აცხადებენ, რომ მოთხოვნების შესრულებამდე არ დაიშლებიან.