გაფიცვის მეთერთმეტე დღე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში სტუდენტებმა ღამე კვლავ სასწავლებლის ფოიეში გაათენეს. ხელოვნების უნივერსიტეტის 4 სტუდენტის, დეკანისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით 80-მდე სტუდენტია გაფიცული.
ამბობენ, რომ სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების გიორგი დავითაძის, დავით გვიანიძის, ანრი კაკაბაძის,გურამ მიქელაძისა და დეკან მამუკა ჯორბენაძის სასამართლო პროცესი 28 იანვარს არის ჩანიშნული, ისინი ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მათ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავება.