აშშ-მა არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის პროცესი დაიწყო.
160-მდე არალეგალი მიგრანტი გვატემალაში გადაიყვანეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამხრეთის საზღვრიდან ქვეყანაში უკანონოდ შესული პირების დეპორტაცია გაგრძელდება.
არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის განკარგულებას ხელი დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის გადაბარების შემდეგ, პირველივე დღეს მოაწერა.
ტრამპმა უკანონო მიგრაცია საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა და შეიარაღებულ ძალებს საზღვრის დაცვაში დახმარება დაავალა. ფართო შეზღუდვები დააწესა თავშესაფრის მინიჭების კრიტერიუმებზე და გაამკაცრა მოქალაქეობის მინიჭების საკითხი შტატებში დაბადებული ბავშვებისთვისაც.