შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენცია - შეხვედრა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებითა და უესაიდის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ტარდება. ის გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილეს, რაც შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტურ ფუნქციონირებასთანაა დაკავშირებული. ასევე აქცენტი გაკეთდა კონკრეტულ პროექტებსა და რეფორმებზე, რომელიც ევროკავშირთან ვაჭრობას შავი ზღვის გავლით გაამარტივებს და ურთიერთკავშირებს განამტკიცებს. კონფერენციას საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან ერთად ბიზნეს ასოციაციების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.