პროევროპული აქციების მონაწილეების სასამართლო პროცესი

10 მარტი 2025, 11:50 80 ნახვა

პროევროპული აქციების მონაწილე რამდენი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე მარიანა ფომაევა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში მიცემული ელიზბარ ჩხიკვაძის საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. დღეს სასამართლომ მტკიცებულებები გამოიკვლია და მხარეთა პოზიცია მოისმინა. საქმეში მთავარი მტკიცებულება აქციის ამსახველი ვიდეო ჩანაწერებია.

ელიზბარ ჩხიკვაძეს საპატრულო პოლიცია 31 იანვარს კონსტანტინე გამსახურდიასა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში ზებრა გადასასვლელის გადაკეტვას ედავება.

ოქმის შემდგენი მხარის განმარტებით, ელიზბარ ჩხიკვაძემ აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად სავალი ნაწილის ბლოკირება მოახდინა და არაერთი მოწოდების მიუხედავად არ გახსნეს. საპატრულო პოლიციის განცხადებით, ჩხიკვაძე სისტემატიურად აფერხებდა საავტომობილო მოძრაობას. ჩხიკვაძის ინტერესებს საია იცავს.

ორგანიზაციის წარმომადგენლები საპატრულო პოლიციის პოზიციას არ ეთანხმება და განმარტა, რომ ხელისუფლებამ პროტესტის გამოხატვის თავისუფლება მაქსიმალურად შეზღუდა და აქციის მონაწილეების მიმართ სადამსჯელო ღონისძიებებს იყენებს.

საია საქმის წარმოების შეწყვეტას ითხოვს და აცხადებს, რომ მოქალაქეების ქმედება გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება. მოსამართლე ამავე საქმეზე 5 ადამიანის საქმეს განიხილავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში