თავდასხმა თეირანში - ქალაქის ცენტრში, სროლის შედეგად ირანის უზენაესი სასამართლოს 2 მოსამართლე დაიღუპა. მედიის ცნობით, თავდასხმა განხორციელდა 3 მოსამართლეზე, თუმცა მოკლულია 2 და დაიჭრა 1. თავდამსხმელმა თავი მოიკლა. ხელისუფლება მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს, რადგან მოკლული მოსამართლეები სწორედ ტერორიზმისა და ჯაშუშობის საქმეებს განიხილავდნენ.