მედიაწიგნიერების ჰაკათონი დასრულდა

17 იანვარი 2025, 09:04 52 ნახვა

კომუნიკაციების კომისიის და მედიალაბის ორგანიზებით, ახალგაზრდებისთვის გამოცხადებული მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონი  დასრულდა. ორგანიზატორების ინფორმაციით,  პროექტი 40-მა გუნდმა გაგზავნა, საიდანაც 10 საუკეთესო შეარჩიეს. 

მონაწილე გუნდებმა  2 დღის განმავლობაში, პროფესიონალ მენტორებთან ერთად, საკუთარი პროექტების დახვეწაზე იმუშავეს, რის შემდეგაც, ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა.

კომუნიკაციების კომისიამ გამარჯვებულებს  5 000, 3 000 და 1 000 ლარი გადასცა. ჰაკათონის ძირითადი თემები: დეზინფორმაცია, ციფრული წიგნიერება და კიბერუსაფრთხოება იყო.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში