გუშინ, ბათუმში, საპროტესტო აქციაზე 12 პირი დააკავეს, მათგან სამი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ადმინისტრაციული წესით დაკავებული რვა პირი პატიმრობაში რჩება.
ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებულ გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს, რომელიც ხელმეორედ დააკავეს, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.
როგორც, გუშინ, აჭარის მთავარ სამმართველოსთან შეკრებილმა აქციის მინაწილეებმა დაანონსეს, პროტესტი, დღეს, 15:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოსთან განახლდება.