პოლიციამ, ბათუმში, აქციის კიდევ ორი მონაწილე - აქტივისტი, ციალა ქათამიძე და "ძლიერი საქართველოს" წევრი, ვაჟა დარჩია დააკავა.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის, ბათუმში მიმდინარე აქციაზე, სულ, 5 პირია დაკავებული.
როგორც პროტესტის მონაწილეები ამბობენ, ქათამიძე და დარჩია, მაშინ დააკავეს, როცა ერთი აქტივისტის დაკავების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა პროტესტი პოლიციის სამმართველოსთან გააგრძელეს და ეზოში სტიკერების დაკვრა დააპირეს.
მანამდე, პოლიციამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე ბათუმის საქლაქო სასამართლოსთან, იმ დროს დააკავა, როდესაც იგი, სამართალდამცველისთვის, სავარაუდოდ, სტიკერის დაკვრას ცდილობდა.
დაკავებებს წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის წევრ, ელუჯა ბაგრატიონსა და სამართალდამცველებს შორის.