ბათუმში კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს.
დაკავებული გამოცემა "ბათუმელების" მენეჯერი, მზია ამაღლობელია. იგი, უკვე, მეათეა, მათ შორის, ვინც ამ საღამოს, ბათუმში მიმდინარე აქცია-მსვლელობისას დააკავეს.
როგორც ირკვევა, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წესით, 173-ე მუხლით, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის საფუძველზე არიან დაკავებულები.
ამ წუთებში, მათ, ადვოკატი ხვდება.
დაკავებულებს შორის არიან აქტივისტი, ციალა ქათამიძე და "ძლიერი საქართველოს" წევრი, ვაჟა დარჩია.