სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს ულოცავს

25 დეკემბერი 2024, 18:11 134 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს ულოცავს. მილოცვა პრეზიდენტმა სოციალური ქსელით გაავრცელა. 

ზურაბიშვილის თქმით, დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს პატრიარქის ლოცვა და კურთხევა სჭირდება.

„ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით. დღეს როგორც არასოდეს საქართველოს სჭირდება თქვენი ლოცვა და კურთხევა. ვწუხვარ არ მომეცა დღევანდელ დღეს იმის საშუალება პირადად რომ მომელოცა ეს დღე“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში