საიას ანგარიში

25 დეკემბერი 2024, 14:44 113 ნახვა

2024 წლის განმავლობაში განსხვავებული აზრის ჩახშობის მიზნით  მზარდი იყო სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენება დემონსტრანტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ- ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იმ ანგარიშშია საუბარი.    
საიას შეფასებით, ამ დრომდე არ მომხდარა არც ე.წ-ლი  „რუსული კანონის“ პროტესტისა და   არც 28 ნოემბრის შემდგომი საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების სათანადო გამოძიება და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა“. 
ორგანიზაცია სპეციალური საგამოძიებო სამსახური უმოქმედობას უსვამს ხაზს   და აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უწყების  სისტემური უმოქმედობა დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით მიუთითებს სამსახურის თანამონაწილეობაზე აღნიშნულ ძალადობაში.    

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში