მოსარჩელეები გოჩა გაბოძე და ლევან ბერიანიძე ჯანდაცვის მინისტრის იმ ბრძანების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც, მამაკაცთან სექსუალური კავშირის მქონე მამაკაცებს სისხლის დონორად ყოფნა ეკრძალებათ.
მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ მამაკაცებს შორის სქესობრივი კავშირი სისხლის გზით გადამდები დაავადებების შეძენის მაღალ რისკს არ წარმოადგენს, სადავო ნორმა კი მათ დონაციის უფლებას სამუდამოდ უზღუდავს, რაც, მოსარჩელეების მტკიცებით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დაცულ თანასწორობის უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, სარჩელს არსებითად განსახილველად მიიღებს თუ არა.