დარტყმა ღაზაზე

22 დეკემბერი 2024, 12:36 98 ნახვა

ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაიღუპა ლტოლვილთა ბანაკის ერთ-ერთ შენობაზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად ნუსეირატში, ღაზის სექტორის ცენტრალურ არეალში - იტყობინება სააგენტო Reuters-ი ექიმებზე დაყრდნობით.
ამავე დროს ღაზის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს ინფორმაციას, რომ ღაზის ჩრდილოეთში კამალ ადვანის საავადმყოფოსთვის ინტენსიური ცეცხლის დაშენა ხდება „უპრეცედენტო ფორმით“ და წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
სამინისტრო აცხადებს, რომ „დაბომბვა ხდება ყუმბარებისა და სატანკო ცეცხლის მეშვეობით, რომლითაც პირდაპირ გვიმიზნებენ, როცა საავადმყოფოს ოთახებში ვიმყოფებით“.ღაზის სექტორში ომი შარშან ოქტომბერში დაიწყო, როცა ისრაელმა, მასზე ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ საჰაერო და სახმელეთო საომარი მოქმედება დაიწყო.
მას მერე ღაზაში დაიღუპა 45 ათასზე მეტი პალესტინელი. საერთაშორისო მცდელობას აშშ-ის და არაბული ქვეყნების შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის მიზნით შედეგი არ მოჰყოლია. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში