ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები 90%-ით დასრულებულია, თუმცა რჩება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გადაჭრას საჭიროებს, – ამის შესახებ, ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც BBC იუწყება, ერთ-ერთი მთავარი სადავო საკითხია ისრაელის სამხედრო ძალების ყოფნა ე.წ. ფილადელფიის კორიდორში – სტრატეგიულად მნიშვნელოვან ზოლში ღაზის სამხრეთით, ეგვიპტის საზღვართან.
მოლაპარაკებებში ჩართული წყაროს ინფორმაციით, გარკვეული საკითხების გადაწყვეტის შემთხვევაში, სამეტაპიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რამდენიმე დღეში შეიძლება გაფორმდეს.
BBC-ის ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტის პირველ ეტაპზე 20 პალესტინელი პატიმრის გაცვლას, თითოეულ გათავისუფლებულ ქალ ჯარისკაცში. პატიმრების ვინაობა ჯერ არ შეთანხმებულა, მაგრამ ისინი შეირჩევიან დაახლოებით 400 პატიმრისგან, რომლებიც ისრაელში 25 წელზე მეტი ვადით იხდიან სასჯელს.
როგორც BBC პალესტინელ მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით წერს, ისრაელელი მძევლები ეტაპობრივად გათავისუფლდებიან, რადგან ითვლება, რომ „ჰამასმა“ ჯერ კიდევ არ იცის ზოგიერთი დაკარგული მძევლის ადგილსამყოფელი. ღაზაში დარჩენილი 96 მძევლიდან, ისრაელის ვარაუდით, 62 ცოცხალია.
სამფაზიანი გეგმის საბოლოო ეტაპზე, რომელიც 14-თვიან ომს დაასრულებს, ღაზას ზედამხედველობას გაუწევს ანკლავის ტექნოკრატების კომიტეტი, რომლებსაც არ ექნებათ წარსულში პოლიტიკური კავშირები, მაგრამ, ექნებათ ყველა პალესტინური ფრაქციის მხარდაჭერა.