ბათუმში, იმედაიშვილის 6 ნომერში მცხოვრები მაკარაძეების ოჯახი დახმარებას და უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს ითხოვს. სახლი, სადაც 7 წევრიანი ოჯახი, მათ შორის ორ მცირეწლოვანი ცხოვრობს, დაზიანებულია. როგორც მაკარაძეები ჰყვებიან, ბზარები მომიჯნავე ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის პროცესში გაჩნდა, რა დროსაც დაზიანდა ეზოში განთავსებული დამხმარე ნაგებობები, სახლის საძირკველი და კედლები.
მათივე თქმით, მერიის სამსახურებმა სასამართლოში გადაამისამართეს, მათი სარჩელი კი სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ოჯახი კომპანიასთან მოლაპარაკებებზე თანახმაა, თუმცა როგორც გვიყვებიან ზეპირი შეთანხმების მიუხედავად, პირობები არ სრულდება.
იმედაიშვილის ქუჩაზე კორპუსს შპს “ბაკური“ აშენებს. ჩვენ დავუკავშირდით კომპანიის იურისტს, რომელმაც განაცხადა, რომ ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე სატელევიზიო კომენტარს ვერ გააკეთებდა. პირად საუბარში კი განაცხადა, რომ მშენებლობა ნებართვის საფუძველზე მიმდინარეობს და აქვთ საექსპერტო დასკვნაც. კომენტარი არ გაკეთებულა მერიაში.