საპროტესტო აქციები

19 დეკემბერი 2024, 11:54 76 ნახვა

მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე ისევ შეიკრიბნენ. რამდენიმე ჯგუფის წარმომადგენლების მსვლელობა ისევ გაიმართა თბილისში, რომლებიც საბოლოოდ საქართველოს პარლამენტთან შეიკრიბნენ. დემონსტრანტები უკვე 21 დღეა ყოველ საღამოს რუსთაველის გამზირს კეტავენ და პროტესტს გამოთქვამენ. ქართული ოცნების 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გაჟღერების შემდეგ  მათი მოთხოვნა, ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა და აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებაა.

აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეები გუშინ  ისევ შეიკრიბნენ. პროტესტის 21-ე დღეს უცვლელია მათი მოთხოვნები. შეკრებილები საპროტესტო გამოსვლებზე დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და იმ პირების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ, რომლებმაც მედიის წარმომადგენებსა და აქტივისტებზე იძალადეს. აქციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეურთდნენ, მათ შორის სტუდენტები, ლექტორები და ოპოზიციური პარტიები.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში