დრონებით შეტევა როსტოვის რეგიონზე

19 დეკემბერი 2024, 11:53 164 ნახვა

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 84 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი , 36 დრონი როსტოვის ოლქის თავზე გაანადგურეს. რუსეთის როსტოვის რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, მალაია კამენკის დასახლებულ პუნქტში რაკეტების ნამსხვრევებისგან ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ სახლს, დაზიანდა ახლოს მდებარე კიდევ რამდენიმე ნაგებობა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში