პოლიციამ, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 12 დეკემბერს, „არტ-თაიმის“ შუშის კარი დააზიანა, ობიექტში უკანონოდ შეაღწია და ფარულად დაეუფლა იქ არსებულ საათებს. ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული გორში დააკავეს.