ვანუატუში 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

17 დეკემბერი 2024, 11:01 331 ნახვა

ვანუატუს დედაქალაქ პორტ ვილაში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიამ წინასწარი მონაცემებით იმსხვერპლა ერთი ადამიანი, დანგრეულია შენობები და დაზიანებულია მანქანები, დაზიანდა აშშ-ის საელჩოს შენობაც, კერძოდ, მისი პირველი სართულის ნაწილი ჩამოინგრა. მიწისძვრის შემდეგ აშშ-მა ვანუატუში საელჩო დახურა.

მიწისქვეშა ბიძგებმა მეწყრული პროცესები გამოიწვია. ჩამოწოლილმა მეწყერმა  ჩახერგა  ავტომაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთი.

ბიძგების შემდეგ კუნძულოვან სახელმწიფოში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა, რომელიც მოგვიანებით გაუქმდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში