რუსეთმა თავდასხმებში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების გამოყენება დაიწყო - მოსკოვმა კიდევ ერთი სახელმწიფო ჩაითრია ომში - ვოლოდიმირ ზელენსკი

15 დეკემბერი 2024, 14:18 270 ნახვა

არსებობს მტკიცებულება, რომ რუსეთმა თავდასხმებში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების შესამჩნევი რაოდენობის გამოყენება დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკი ამბობს, რუსები კორეელ ჯარისკაცებს, ჯერჯერობით, მხოლოდ, კურსკის რეგიონში იყენებენ, თუმცა, უკვე არსებობს ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეელების გამოყენებას ფრონტის სხვა სექტორებში დაიწყებენ.

"ფაქტობრივად, მოსკოვმა კიდევ ერთი სახელმწიფო ჩაითრია ამ ომში და შეძლებისდაგვარად ჩართო და თუ ეს ესკალაცია არ არის, მაშინ რა არის ესკალაცია, რომლის შესახებაც ბევრი საუბრობდა. სწორედ პუტინი დგამს ნაბიჯებს ამ ომის გაფართოებისა და გასაგრძელებლად“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, მოსკოვი უგულებელყოფს მოწოდებებს რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს დეესკალაციისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში