ევროპული საბჭოს შეხვედრა ბრიუსელში

19 დეკემბერი 2024, 14:46 195 ნახვა

ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრა იწყება. ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერების თანახმად, განსახილველ თემებს შორისაა საქართველოს საკითხიც.  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი, ამბობს, რომ დღეს განიხილავენ, „კიდევ რისი გაკეთება შეიძლება რომ საქართველოს მთავრობამ  არ გამოიყენოს ძალადობა დემონსტრანტების მიმართ“. შეხვედრის დაწყებამდე ბელგიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს და პროევროპული ხალხის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში