„მონეტარული პოლიტიკის განვითარების შემდგომი ნაბიჯები“ - სახელმწიფო საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, რომლის მიზანი მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს არსებული გამოწვევებისა და სამომავლო დახვეწის შესახებ დისკუსიების გამართვა და ანალიზი იყო.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები, მათ შორის ქვეყნის ცენტრალურის ბანკების წარმომადგენლები.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები. მოწვეულმა უცხოელმა და ადგილობრივმა ეკონომისტებმა მცირე ზომის ღია განვითარებადი ეკონომიკებისთვის მონეტარული პოლიტიკის არსებულ გამოწვევებზე, მისი გადაჭრის გზებსა და პოლიტიკის ჩარჩოს განვითარების შესახებ იმსჯელეს.