დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პარლამენტში 2016 წლის ანგარიშს წარადგენს. თამარ ქალდანი ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით არსებულ ტენდენციებზე, გამოწვევებზე, გამოვლენილ სამართალ დარღვევებსა და მათზე რეაგირების შედეგებზე ისაუბრებს.
გასულ წელს ინსპექტორების მიერ სამართალდარღვევის 221 ფაქტი გამოვლინდა; 63 ორგანიზაციას დაეკისრა ჯარიმა; 35-ს მიეცა გაფრთხილება; არაერთ საჯარო და კერძო დაწესებულებას დაევალა მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად სათანადო ტექნიკური ზომების გატარება და ამ მიზნით გაიცა 202 მითითება და რეკომენდაცია;
47 შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის გამო რეაგირება ვერ მოხდა შეტყობინებაზე, ხოლო 6 შემთხვევაში, დანაშაულის ნიშნებიდან გამომდინარე, საქმე სამართალდამცავ ორგანოს გადაეცა.
2015 წელთან შედარებით 2016-ში 3-ჯერ გაიზარდა მოქალაქეების, საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის გაწეული კონსულტაციების რაოდენობა; ასევე 2-ჯერ გაიზარდა ფიზიკური პირების განცხადებებისა და ინსპექტირების რიცხობრივი მაჩვენებელი;