ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გამოუყო კიდევ 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება. რაც მოიცავს საბრძოლო მასალებს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის 155 და 105-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს ჯაველინი და ატ-4, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და სხვა საბრძოლო მასალებს და ტექნიკას.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია დაახლოებით 63 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.