საპატრიარქოს განცხადება

12 დეკემბერი 2024, 11:58 206 ნახვა

საქართველო ქრისტიანობისთვის მოწამეთა ქვეყანაა და გზა, რომელიც სიწმინდეების გათელვაზე გაივლის, დამღუპველია, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ რელიგიურად მიუღებელია მჩხიბაობა გასართობ სანახაობად აღიქმებოდეს.

„აქციის მონაწილეებმა კუბო და მასზე მაცხოვრის გამოსახულება დაწვეს, რაზეც პასუხისმგებლობა აქციის ორგანიზატორებს ეკისრებათ. ეს და მსგავსი ფაქტები გვახსენებს ეკლესიების დარბევისა და შეურაცხყოფის მძიმე პერიოდს“ - წერია განცხადებაში.

ასევე საზოგადოებაში სიძულვილის უკიდურეს გამოვლინებებზეა საუბარი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში