აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა წარმომადგენელთა პალატაში ჩვენება მისცა. ენტონი ბლინკენმა დაიცვა 2021 წელს ავღანეთიდან შეერთებული შტატების გასვლის გადაწყვეტილება.
ბლინკენის განმარტებით, ამ ნაბიჯმა შესაძლებელი გახადა ამერიკის სამხედრო რესურსების გამოყენება სხვა კონფლიქტებისთვის.
ბლინკენმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა სირიაზეც და აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავარი მიზანი სირიაში ის იყო, რომ შტატებმა უზრუნველყოს, რათა არ მოხდეს ქვეყანაში ისლამური სახელმწიფოს აღზევება.