დღეიდან პარლამენტის სასახლეში მოქმედი უსაფრთხოების ყვითელი დონე გაუქმებულია

12 დეკემბერი 2024, 09:21 191 ნახვა

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების ცვლილების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"12 დეკემბრიდან გაუქმებულია პარლამენტის სასახლეში მოქმედი უსაფრთხოების ყვითელი დონე“, – აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობაში 28 ნოემბრიდან გამოცხადებული უსაფრთხოების წითელი დონე 6 დეკემბერს გაუქმდა და მას შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში