გაეროს გენმდივანი უთანხმოების დიალოგის გზით დაძლევისკენ მოუწოდებს  

05 დეკემბერი 2024, 14:03 367 ნახვა
00:00
00:00

შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ხაზს ვუსვამთ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების პატივისცემის მნიშვნელობას, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.

მისი თქმით, თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ყველა ცნობა დროულად და სრული გამჭვირვალობით იქნას გამოძიებული.

„გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა აქტორს, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი ძალადობა და შეეცადონ დაძლიონ უთანხმოება დიალოგის გზით“, - განაცხადა სტეფან დუჟარიკმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი