შსს-ს ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა

05 დეკემბერი 2024, 10:03 261 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა ირაკლი შაიშმელაშვილმა თანამდებობა დატოვა. მან შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის სახელზე დაწერილი პატაკი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე თავად გამოაქვეყნა.

„გთხოვთ, ოჯახური პირობების გამო გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან და დამითხოვოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან“, - წერს პატაკში შაიშმელაშვილი. 

საქართველოს პრეზიდენტი  ირაკლი შაიშმელაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება. „ღირსებით ევროპისკენ! ღირსეული ქართველი!“, - წერს პრეზიდენტი „ფეისბუქზე“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში