დღეს დილიდან ბათუმში სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ. მაღალკლასელები ქალაქის ქუჩებში მსვლელობას აწყობენ და მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეების თქმით, მათი მოთხოვნაა, რომ მთავრობამ გაითვალისწინოს მათი პოზიცია და ქვეყანა პროდასავლურ კურსს დაუბრუნდეს.
აქციის მონაწილეები რამდენიმე სკოლასთან შეჩერდნენ და თანატოლებს პროტესტში მონაწილეობისკენ მოუწოდეს. ისინი აცხადებენ, რომ აქციებს არ შეაჩერებენ, სანამ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან მოლაპარაკებებს არ განაახლებს.
მსვლელობაში ასევე რამდენიმე პედაგოგიც მონაწილეობს.