საქართველოში განვითარებულ მოვლენები კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. „თბილისში ზედიზედ მეექვსე ღამე ევროკავშირის მომხრე მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება გაგრძელდა.
მომიტინგეებმა გამოიყენეს ლაზერული სხივები და ფეიერვერკი სპეცრაზმის წინააღმდეგ, რომელმაც წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით პასუხობდა“ - ასე აღწერს სააგენტო როიტერსის ჟურნალისტი თბილისში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.
საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი გამოქვეყნებულ მასალაში ციტირებს ირაკლი კობახიძის შექებას პოლიციელის მისამართით, როდესაც პრემეირმა განაცხადა, რომ სამართალდამნცველებმა უფრო დიდი პროფესიონალიზმი აჩვენეს, ვიდრე მათმა კოლეგებმა ევროპასა და აშშ-ში.
როიტერსი აღნიშნავს, რომ ქვეყანა გასული ხუთშაბათის შემდეგ კრიზისშია, როდესაც ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირის მოლაპარაკებებს და უარს ამბობს მის გრანტებზე 2028 წლამდე.