პროტესტის მეექვსე დღე ქვეყანაში

03 დეკემბერი 2024, 09:39 238 ნახვა

პროტესტის მეექვსე დღე ქვეყანაში. თბილისში აქციაზე  ვითარება გვიან ღამით  პერიოდულად იძაბებოდა. დაპირისპირება იყო პროტესტის მონაწილეებსა და  სპეცრაზმს შორის. სპეცრაზმი ისვროდა ე.წ. გაზის კაფსულებს, აქციის მონაწილეები კი აქტიურად იყენებენ პიროტექნიკას.

ამასთან, საპოლიციო ძალები პერიოდულად აკავებდნენ აქციის მონაწილეებს. აქციის დაშლა რუსთაველზე გუშინ საღამოს დაიწყო, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება მალევე დაიწყო.

მომიტინგეების ნაწილმა რუსთაველის ქუჩა პოლიციის წინააღმდეგობის გამო დატოვა, თუმცა ნაწილმა ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაინაცვლა და პროტესტი უნივერსიტეტის მიმდებარედ გააგრძელეს. ხელოვნური ბარიკადები მოაწყვეს და ცეცხლი დაანთეს.

გამთენიისას  რუსთაველის გამზირი უკვე სრულად თავისუფალი იყო. ტერიტორიიდან გავიდა სპეციალური დანიშნულების რაზმი და სპეცტექნიკაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 12 სამართალდამცველი დაშავდა. მათ  სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში