თურქეთში პოლიციის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. საფრენი აპარატის ბორტზე სულ 12 ადამიანი იმყოფებოდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბორტზე მყოფთა შორის იყვნენ: 7 პოლიციელი, 2 მოსამართლე და ეკიპაჟის 3 წევრი. თურქული სააგენტოების ცნობით, ვერტმფრენმა კატასტროფა აფრენიდან 10 წუთში განიცადა. წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი შესაძლოა უამინდობა გამხდარიყო. ბორტზე მყოფი მოსამართლეები საარჩევნო კომისიის წევრები იყვნენ.