სხვადასხვა ქვეყნის საგარეო უწყება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

30 ნოემბერი 2024, 11:57 254 ნახვა

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სხვადასხვა ქვეყნის საგარეო უწყება გამოეხმაურა. საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საფრანგეთი საქართველოში არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ უწყება შეშფოთებას გამოთქვამს დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებული რეპრესიების შესახებ ცნობებით.
აღნიშნავენ, რომ ფუნდამენტური თავისუფლებები, პოლიტიკური პლურალიზმი და სამოქალაქო საზოგადოება დაცული უნდა იყოს. განცხადება გაავრცელა დანიის საგარეო უწყებამაც, სადაც აღნიშნულია რომ საქართველოში პროევროპული დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო შეშფოთებულები არიან.
დანია „დანია მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით. მათი დემოკრატიული და ფუნდამენტური უფლებები დაცული უნდა იყოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში