გაიღვიძე, ევროპა - სალომე ზურაბიშვილი

30 ნოემბერი 2024, 10:57 259 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში პოსტს აქვენებს, რომლითაც ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროპას მიმართავს.

„ევროპა და ევროპული იდეალებია, რასაც რუსული მარიონეტი აგენტები მიზანმიმართულად და საატიკად ახშობენ თბილისის ქუჩებში. გაიღვიძე, ევროპა“, – წერს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული პოსტით, ასევე, მიმართავს ევროპასა და ამერიკაში მცხოვრებ თანამემამულეებს და მოუწოდებს მათ, მკაფიოდ გამოხატონ პოზიცია.

„ევროპასა და ამერიკაში მცხოვრებ თანამემამულეებს, ნაცნობებს თუ უცნობებს, თქვენ მოგმართავთ, გამოფხიზლდით.

 

დროა, მკაფიოდ გამოხატოთ თქვენი პოზიცია ამ უსასტიკეს, დაუნდობელ რუსულ სტილში ჩატარებული სპეცოპერაციების მიმართ, თავისუფალი გამოხატვის ჩახშობის შესახებ… დუმილი და ვითომც არაფერი ხდებოდეს სამშობლოში აღარ შეიძლება. ევროპა კარგია, მაგრამ, მხოლოდ თქვენთვისაა არ გამოვა. ღირსებით ევროპისკენ კი არა, ღირსებით ცხოვრება არის მთავარი და საკუთარ თავთან მართლად დარჩენა.

 

პოზიცია გამოხატეთ, პრესასა და ტელევიზიებში, საელჩოებთან, ან თუნდაც სოციალურ ქსელში, ან ჩამოდით და დაუდექით გვერდში თქვენი ქვეყნის მომავალს.

 

პ.ს. ეს ცხადია, არ ეხება იმ ადამიანებს, ვინც პროტესტს გარედან შეუერთდა და იდგა საელჩოებთან“, – წერს ზურაბიშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში