მამუკა მდინარაძე - საქართველო ევროპაა, ქრისტიანული და ღირსეული ევროპა! და ვერავინ გადაუხვევს ამ გზიდან!

29 ნოემბერი 2024, 19:50 253 ნახვა

მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. საქართველო ევროპაა, ქრისტიანული და ღირსეული ევროპა! და ვერავინ გადაუხვევს ამ გზიდან!

"ეს პოსტი იმ ადამიანებს ეხება, ვინც ფსევდოლიბერალურ ფაშიზმს და შესაბამის ბულინგს ვერ უძლებს: ნუ წვალობთ, არც ბოდიშების შემოთვლაა საჭირო (მართლა ჩელიაბინსკში ნუ გგონიათ თავი, თავისუფლად დაპოსტეთ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია! თუ გნებავთ, ამ პოსტს მოვაყოლებ რამდენიმესიტყვიან ახალ პოსტს და კომპლექსებიც მოიხსნება ავტომატურად!

ჩვენ მანდ ვართ, მაგ პოზიციაზე და ვინც გაბულინგებთ, ისინი სად არიან რეალურად, ეგ მოიკითხეთ კარგად. გუშინდელი განცხადებაც კარგად წაიკითხეთ და თუ სადმე მოლაპარაკებაზე უარს ნახავთ, მერე თუ გინდათ აქციასაც შეუერთდით, ოღონდ თუ ვერ ნახავთ, საკუთარ თავს კითხეთ, რა ხდება სინამდვილეში, ვინ და თქვენი რა სისუსტით მოახერხა თქვენი დაბულინგება?!."

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში