ალბერტ აინშტაინი

18 აპრილი 2017, 00:00 16870 ნახვა

1955 წლის 18 აპრილს გარდაიცვალა ალბერტ აინშტაინი (პრინსტონი, აშშ) — გერმანელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია XX საუკუნის უდიდეს მეცნიერად. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 წელს აინშტაინს ფოტოელექტრულ ეფექტზე დაწერილი შრომებისათვის ნობელის პრემია მიენიჭა.

ალბერტ აინშტაინის ატესტატი


ამბობენ, რომ 10 წლამდე არ საუბრობდა. ამის გამო სტენფორდის ეკონომისტმა დოქტორმა თომას სოველმა შემოიღო საკამათო ტერმინი "აინშტაინის სინდრომი". ეს სინდრომი ძირითადად გენიოს ადამიანებს ახასიათებთ, რომელთაც საუბარი გვიან დაიწყეს.


მან დაამტკიცა რომ სინათლის სიჩქარე არ არის დამოკიდებული წყაროს სიჩქარეზე. ამით საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე რელატივისტურ ფიზიკას.

აინშტაინმა დაადგინა ენერგიისა და მასის ურთიერთდამოკიდებულება, რომლის თანახმადაც ყოველი სხეულის ენერგია დაკავშირებულია მასასთან შემდეგნაირად: E = mc² , სადაც m - მასაა, ხოლო c — სინათლის სიჩქარე. ეს თანაფარდობა თანამედროვე ბირთვული ენერგეტიკის საფუძველია. 1907 აინშტაინი აქვეყნებს მნიშვნელოვან შრომას, რომელშიც მყარი სხეულების სითბოტევადობის საკითხებში პლანკის კვანტურ ჰიპოთეზას იყენებს და ამით საფუძველს უყრის სითბოტევადობის თანამედროვე კვანტურ თეორიას.

აინშტაინი იყო დიდი ჰუმანისტი, მშვიდობისა და კაცობრიობის კეთილდღეობისათვის აქტიურად მებრძოლი ადამიანი.

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში