გიორგი გაგუას გოლი ხორვატიის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო გოლად დაასახელეს

26 ნოემბერი 2024, 09:54 208 ნახვა

ხორვატიის ჩემპიონატის მე-14 ტურის საუკეთესო გოლის ავტორი გიორგი გაგუა გახდა. „ისტრას“ ქართველმა თავდამსხმელმა გოლი „სლავენ ბელუპოს“ გაუტანა. ის მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა, ხოლო 78-ე წუთზე გოლი გაიტანა, რომელიც ტურში საუკეთესოდ დაასახელეს.

გიორგი „ისტრას“ გასულ ზაფხულს ესპანური „ალავესიდან“ შეუერთდა და ჩატარებულ 10 შეხვედრაში პირველი გოლი გაიტანა.

ისტრა“ ხორვატიის ჩემპიონატში 13 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, ზაგრების „ლოკომოტივას“ დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში